ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობენ, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია იქნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქევყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონიტორინგს ახორციელებს.
მისი თქმით, ძირითადად ეს ეხება ევროპულ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია საკმაოდ სერიოზულია.
გამყრელიძის განმარტებით, საავადმყოფოებში საქართველოს 20-მდე მოქალაქე იმყოფება.
„ეს ვიფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ზუსტი ინფორმაცია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსსხურებს“ ,- დასძინა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.
„დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობაზე, იყოს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენგან, როგორც პირადად ადამიანებთან, ისე სამედიცინო პერსონალთან“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, სამწუხაროდ, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
„სამწუხაროდ, გვაქვს საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში უკვე ერთი შემთხვევა, ესპანეთში ერთი გარდაცვალების ფაქტი, ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, მრავალი რისკფაქტორი. რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და მოგეხსენებათ, ამ ინფექციისთვის მთავარი როსკფაქტორია, ერთი ასაკი და მეორე, როცა არის თანმხლები დაავადებები“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.