ამირან გამყრელიძე - კვლევების მიხედვით, 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის გამოყენება და ის ჯანმრთელობაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს
ამირან გამყრელიძე - კვლევების მიხედვით, 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის გამოყენება და ის ჯანმრთელობაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევების, მათ შორის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 6 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება დასაშვებია და ჯანმრთელობაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს.

„მოგეხსენებათ, ჩვენთან პირბადე მანდატორული გახდა ბავშვებისთვის მეოთხე კლასიდან ზემოთ, ხოლო მეოთხე კლასამდე არის რეკომენდირებული. არსებობს ბევრი კვლევა და მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომლის გაიდლაინშიც 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის გამოყენება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს. არის გამონაკლისი შემთხვევები, თუ ბავშვთან სხვადასხვა დაავადებაა, სადაც ექიმის დანიშნულებით შეიძლება უარი ითქვას. ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულოა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.