ამირან გამყრელიძე - კორონავირუსზე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსზე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ კუთხით კვლევა მიმდინარეობს ერთ შემთხვევაზე.
„ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი. რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, – განაცხადა მედიავებინარზე ამირან გამყრელიძემ.