ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 12-ს პნევმონია აქვს, მეტად საყურადღებოა სამის მდგომარეობა, რომელთა შორის ორი ხანდაზმულია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავებული, დანარჩენი ექვსი კი – სხვადასხვა საავადმყოფოში.
„ერთი გახლავთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი – საჩხერის სამედიცინო ცენტრის ონფექციურ განყოფილებაში, ორი გახლავთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისში და დანარჩენი, ყველა გახლავთ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში.
მოგეხსენებათ, რომ მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დილის მონაცემებით, 39 პაციენტიდან 12-ს პნევმონია აქვს.
მისივე განმარტებით, მათგან სამი ადამიანი, მათ შორის ორი ხანდაზმული უფრო საყურადღებოა.