ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ვითარებას მართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედვად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. გამყრელიძემ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის პირობებში სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გქვენება, თუმცა ეს მართვადია. ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის სისტემა შესაბამის პასუხს აძლევს მომატებულ მაჩვენებლებზე. ჯანდაცვის სისტემა მართავს ვითარებას.
ეპიდემიის განვითარების ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, სამედიცინო საზოგადოებისა და ზოგადად მოსახლეობის თანამშრომლობას. სინქრონიზებული, ერთიანი პასუხი უნდა იყოს დიდ გამოწვევაზე, რომელიც პირდაპირ გეტყვით, არ არის მარტივი. ეს არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ან იგივე მარტ-აპრილში, არამედ საკმაოდ კარგახანს იქნება. ამიტომ, მთავარი სლოგანი, რომ ჩვენ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ძალაშია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.