ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გურიაში ეპიდაფეთქება არ არის, მაგრამ საყურადღებოა
კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გურიაში ეპიდაფეთქება არ არის, მაგრამ საყურადღებოა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ექვსივე შემთხვევა აჭარას უკავშირდება.
„გურიაში შემთხვევები არ გვქონია. აქამდე გურია სრულიად მწვანე იყო. ყველა ეს შემთხვევა აჭარას უკავშირდება. დღეს, ჩვენთვის ყველაზე ცხელი წერტილი აჭარაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.