ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 74 პროცენტი სიმპტომებიანი პაციენტები არიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან რთულდება. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან უმრავლესობა სიმპტომებიანი ადამიანები არიან. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მოიმატა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებმაც, რის გამოც სამედიცინო კორპუსის მაქსიმალური მობილიზება ხდება.
„საქართველოში ეპიდვითარება რთულდება, დღეს დილისთვის ათთვიანი ისტორიის მანძილზე ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი გვაქვს, 2 775. ახალი შემთხვევებიდან 74 პროცენტი, ანუ 2056 სიმპტოებიანი პაციენტები არიან. დროულად ხდება გამოვლენა სიმპტომებიანი ადამიანების, ასევე მათი იზოლირება, ხოლო ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, ასევე დროულად ხდება გადაყვანა კოვიდსასტუმროებში.
სამწუხაროდ, ისევ ერდთ დონეზეა ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულა, 183 შემთხვევა დადასტურდა 24 საათის განმავლობაში, რაც ცუდია იმ თვალსაზრისთ, რომ მოგეხსენებათ სამედიცინო პერსონალი ფრონტის წინა ხაზზეა, კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც კოვიდიანი ავადმყოფების მოსავლელად საჭიროა. შემდეგ გარკვეული პერიოდი ჩამოცილებული არიან ძირითად სამუშაოს. ჩვენს კოლეგებს, ვინც დღეს დასაქმებული არ არიან ან პენსიაზე არიან მათ შეიძლება მოეძებნოთ სამუშაო. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს რეანიმაციებში და ჰოსპიტლებში ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ქოლცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, იგივე კოვიდსასტუმროებში შესაძლებელია, ამიტომ არის მოწოდება, რომ მაქსიმალურად იქნას მობილიზებული სამედიცინო კორპუსი. ოგივე სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამედიცინო გნათლება, მათ კარგად იციან ადამინთა ჯანმრთელობის შესახებ. ყველა მონაცემი შეუძლიათ ამ დროს იქნას გამოყენებული. ასევე მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებსაც ძირითადი საგნები უკვე გავლილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება ექიმის, ექთნის ასისტენტებად იმუშაონ. ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში საჭიროა, რადგან ჩვენ გარკვეულ ზღვარზე შევდივართ და ეპიდსიტუაცია სამართავია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.