ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელომძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია.
„კორონავირუსის 1 194 შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, 60 არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, 35 თვითიზოლაციაში მყოფი პირია, დანარჩენი შემთხვევები მცირე ჯგუფებზე ნაწილდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.