ამირან გამყრელიძე - ივლისის დასაწყისში ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 300-დან 350-მდე გაიზრდება, დაემატება აცრის ცენტრებიც
ამირან გამყრელიძე - ივლისის დასაწყისში ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 300-დან 350-მდე გაიზრდება, დაემატება აცრის ცენტრებიც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის დასაწყისში ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 300-დან 350-მდე გაიზრდება.

მისი თქმით, ასევე გაიზრდება ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში.

„მიმდინარეობს მასობრივი აცრის ცენტრების შერჩევა, მაგრამ ფართოვდება ბრიგადების რაოდენობა. 272 იყო გასულ კვირაში, მომავალ კვირაში დაახლოებით 20-მდე კიდევ დაემატება და ივლისის დასაწყისში თანდათან ბრიგადების რაოდენობა ავა 300-დან 350-მდე. პარალელურად, დიდი სივრცეები შეირჩა, ერთ-ერთი გახლავთ და უკვე მომავალ კვირაში რამდენიმე ბრიგადით დაიწყებს მუშაობას „ჰუალინგის“ დიდი სივრცე. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისში „ექსპოჯორჯიასთან“ და კიდევ რამდენიმე სივრცესთან. ასევე, იმერეთში, ბათუმში, რუსთავში რეგიონებს შერჩეული აქვთ შესაბამისი სივრცეები.

ივლისიდან ველოდებით ვაქცინების დიდ რაოდენობას, რომელიც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების საშუალებას მოგვცემს. პირველ ეტაპზე იქნება იგივე ოთხი ვაქცინა, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა. მომავალ სამშაბათს დაახლოებით 43 000 დოზა „ასტრაზენეკას“, შემდეგ ნახევარ-ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. „ფაიზერთან“ დაკავშირებით მთავრდება პროცედურების მოგვარება. წლის მესამე კვარტალში გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.