ამირან გამყრელიძე პირებს, რომლებიც კაფე „დონაში“ იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, კორონავირუსზე თვითმონიტორინგი აწარმოონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ პირებს, რომლებიც კაფე „დონაში“ იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, კორონავირუსზე თვითმონიტორინგი აწარმოონ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პანიკისა და განგაშის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ვითარება საყურადღებოა და მოქალაქეებმა წესები აუცილებლად უნდა დაიცვან.
„თბილისში ვინც ჩამობრძანდა ბათუმიდან და კაფე „დონაში“ ყოფნის ისტორია აქვს, აუცილებელია, მათ თვითმონიტორინგი აწარმოოონ. თუ რაიმე სიმპტომი ჩნდება, დაუყონებლივ დარეკონ 112-ში, ან მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ტესტირებისთვის. ასევე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არის ჩამონათვალი თბილისსა და რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებილებებისა, სადაც ცხვირ-ხახის ნიმუშს იღებენ და ლაბორატორებში აგვზავნიან. ვისაც აინტერესებს, შეუძლიათ ტესტირება ჩაიტარნონ.
ხაზს ვუსვამ, საპანიკო და საგანგაშო არაფერია, ამაგრამ ყველაფერი საყურადღებოა და წესების დაცვა აუცილებელია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.