ამირან გამყრელიძე - იცოდეთ, 100 აცრილი ადამიანი არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი, ამიტომ, ვეცადოთ, დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე
ამირან გამყრელიძე - იცოდეთ, 100 აცრილი ადამიანი არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი, ამიტომ, ვეცადოთ, დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციისთვის მეტი აქტივობაა საჭირო. მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასი აცრილი ადამიანი სულ მცირე ერთი გადარჩენილი პირია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მოქალაქეები უნდა ეცადონ, რომ დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე.

„აუცილებელია ყველა ღონისძიების სათანადოდ დაცვა. ამას ემატება ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ კუმულაციური, საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი, იცოდეთ ეს. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი. რაც მეტი იქნება 55 წელს ზემოთ აცრილი, მით მეტი ხანდაზმული გადარჩება. მოგეხსენებათ, კოვიდის დროს სიკვდილიანობის დიდი პროცენტი ხანდაზმულზე მოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.