ამირან გამყრელიძე - იანვრის შემდეგ ერთ დღეში ვირუსის ათასზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა, დღეს პირველი ნახტომი გვაქვს
დღეს პირველი ნახტომი გვაქვს, იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში ათასზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაჩვენებელი საყურადღებოა, რადგან ნიშანია, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება თანდათან უარესდება.
„შესაძლებელია ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობის რეპორტინგი (ანგარიშგება) ხდება სამშაბათს, თუმცა შემთხვევების რაოდენობა მაინც ძალიან საყურადღებოა. პირდაპირ გეტყვით, საგანგაშოა. ქვეყანაში ამ დღეების განმავლობაში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება, ასეთი ნახტომისებური მატება იანვრის შემდეგ არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აფხაზეთის მოსახლეობა არის საქართველოს მოსახლეობა, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იყოს თანაბარი პირობები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვის კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც უპასუხა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
„მოგეხსენებათ, სამეგრელოში სერიოზულად იძაბება ეპიდსიტუაცია. ამიტომ ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ამაზე დღეს ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა იყო და ვფიქრობ, ხვალ და ზეგ გადწყვეტილებები იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ საკითხში დიდი ხანია, ჩართულია. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ საკოორდინაციო საბჭოს. განიხილება ბევრი მიდგომა. ამაზე მსჯელობა დიდი ხანია, დაწყებულია. ხვალ ან ზეგ შესაბამისი განცხადება გაკეთდება“, – განაცხადა აღნიშნა გამყრელიძემ.