ამირან გამყრელიძე „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერდოზით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერდოზით აიცრა.
გამყრელიძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
„რესპუბლიკური საავადმყოფო არის ჩემი ალმა მატერი, სადაც გავიზარდე, როგორ ექიმი. ძალიან მიყვარს ეს შენობა. აქ ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად, ყველაფერი ამ საავადმყოფოში შევიძინე და სამივე დოზა აქ გავიკეთე. მაისში ორჯერ გავიკეთე „სინოფარმი“. გუშინწინ ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება ექვს თვეზე ნებისმიერი ვაქცინით, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ ასაკის არიან და აიცრნენ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, აცრა შეუძლიათ უკვე სამიდან ექვს თვემდე. ამ რეგულაციას ვიცავ. დღეს უკვე გავიკეთე „ფაიზერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი „სინოფარმის“ პირველი და მეორე დოზით 2021 წლის მაისში აიცრა.