ამირან გამყრელიძე - ეპიდვითარება ჯერ არ იძლევა საშუალებას, რომ ღია სივრცეებში პირბადე მოვიხსნათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ეპიდვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქეებმა ღია სივრცეებში პირბადე მოიხსნან.
რაც შეეხება ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვას, გამყრელიძის თქმით, 10-14 დღის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას და გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღება.
„დღეს იყო მსჯელობა ამ საკითხზე, ღამის კარანტინთან მიმართებაში, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, ორი კვირა ეპიდსიტუაციას და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ვირუსის გავრცელების სავარაუდო მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით კი გამყრელიძე განმარტავს, რომ მოქალაქეები თუ არ აიცრებიან, არ დაიცავენ რეგულაციებს, შესაძლებელია, დაიწყოს ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში.