ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი, თუმცა საყურადღებოა, თითქმის ნახევარი საქართველო ჩასული იყო აჭარაში, კარგია, დაისვენეს, მაგრამ რეგულაციები უნდა დავიცვათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ აცხადებს, რომ აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება. გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ რადიკალური ზომების გატარება გახდეს საჭირო. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ვითარება კონტროლირებადი, თუმცა საყურადღებოა.
„იმერეთში ეპიდსიტუაცია შედარებით წყნარია. გურიაში სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გარკვეულად ერთი აჭარას ებმის და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პირველი შემთხვევა ვიცი, რომ ნამყოფია ქორწილში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, როგორც გურიიის, ასევე აჭარის მუშაობენ ამ საკითხზე, მიმდინარეობის კონტაქტების კვლევა. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ბათუმის, აჭარის. არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რაღაც რადიკალური ზომები რომ იყოს მიღებული, მაგრამ მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწუდა აჭარაში მყოფ მოქალაქეებს, უფასო ტესტირებით ისარგებლონ.
„მოვუწოდებთ ხალხს, მივიდნენ, გამონაკლისია და უფასოდ კეთდება ბულვარში, ასევე ქობულეთში, პოლიკლინკებში. ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში კონტროლირებადია, ასევე აჭარის რეგიონში. არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურედღებოა. ამ ზაფხულს და განსაკუთრებით აგვისტოში ძალიან დიდი მობილობა გვქონდა აჭარის რეგიონში, თითქმის ნახევარი საქართველო ჩამოსული იყო, კარგია, დაისვენეს, შიდა ტურიზმი გაფართოვდა, მაგრამ რეგულაციები უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.