ამირან გამყრელიძე - დიდი იმედი მაქვს, მაისი-ივნისში გაჩნდება ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს, ამის წინასწარი მონაცემები არის
ამირან გამყრელიძე - დიდი იმედი მაქვს, მაისი-ივნისში გაჩნდება ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს, ამის წინასწარი მონაცემები არის

დიდი იმედი მაქვს, მაისი-ივნისში გაჩნდება ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო – არ დავიჯეროთ, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის. არა, დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს.

კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება. როდესაც გაჩნდება, და დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება უკვე მაისი-ივნისში, ამის წინასწარი მონაცემები არის, ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი იქნება ყველაზე მარტივი საშუალების, პირბადის ტარება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.