ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, ჩემი ჩათვლით, 48 საათში ერთხელ იტესტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი 4 ოქტომბერს დაუდასტურდა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელი, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, მისი ჩათვლით, ყოველ 48 საათში ერთხელ იტესტება.
„რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ამაზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. არაფერია დასამალი. ინფიცირებულია ჩემი ერთი კოლეგა, რომელსაც ინფექცია კვირას დაუდასტურდა. ის იყო ინფიცირებულთან კონტაქტი. ეს თანამშრომელი ერთ-ერთი დიდი რეგიონის სუპერვაიზერი გახლავთ და სწორედ იმ დროს მოხდა ინფიცირება, როდესაც თავის სამუშაო ვალდებულებას ასრულებდა. არის უსიპტომოდან მსუბუქამდე შემთხვევა. ყველა მისი კონტაქტი იქნა გამოკვლეული, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით. რადგან სტრატეგიული დაწესებულება ვართ, ვმუშაობთ პროტოკოლით, ყველა ეს ადამიანი, მათ შორის მეც, 48 საათში ერთხელ იტესტება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი