ამირან გამყრელიძე - ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ყველაფერი რომ დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ღამის კლუბებში სიარულისგან თავი შეიკავონ.
გამყრელიძის განცხადებით, ზომების გამკაცრების მიუხედავად, შეკრებების წესი მაინც ირღვევა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ბევრი მაკონტროლებელია პოლიციის, შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სამსახურების სახით.
„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს. პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები. ეს სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა და ამიტომ, კიდევ ერთხელ, ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი, ახალგაზრდები ხართ, არა?! თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება?! როცა დამთავრდება ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ თქვენთან ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.