ამირან გამყრელიძე - ჩვენი რეკომენდაციაა, ყოველგვარ თავშეყრაზე, ეს იქნება სემინარი, კონფერენცია, კონცერტი, დაშვებული იყვნენ ორჯერადად აცრილი ან წინასწარ გატესტილი პირები
ამირან გამყრელიძე - ჩვენი რეკომენდაციაა, ყოველგვარ თავშეყრაზე, ეს იქნება სემინარი, კონფერენცია, კონცერტი, დაშვებული იყვნენ ორჯერადად აცრილი ან წინასწარ გატესტილი პირები

დიდი რაოდენობით თავშეყრა ისედაც აკრძალულია, მაგრამ აღსრულებაზე კონტროლი მეტად გამკაცრდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებზე, სემინარებზე დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული ან წინასწარ გატესტილი პირები.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე აღნიშნული წესი რეკომენდაციის დონეზეა, თუმცა საკოორდინაციო შტაბი მუშაობს, რათა მას ლეგალური სახე მიეცეს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე – ეს იქნება სემინარი, კონფერენცია, კონცერტი თუ ასე შემდეგ, დაშვებული იქნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან წინასწარ გატესტილი პირები. ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი და თუ მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისი ლეგალური ფორმა მიეცემა.

მაგალითად, ხვალ არის ჰეპატიტის მსოფლიო დღე. 28-ში ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე. სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 50 კაცამდე. ვისაც მოსაწვევი დაეგზავნა, ყველას ეთხოვა, რომ მოვიდეს მხოლოდ აცრილი, წინასწარ გატესტილი ადამიანი, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ ადგილზე, როგორც იყავით წინა შეხვედრაზე, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველა გაიტესტა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.