ამირან გამყრელიძე - ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არ მგონია, ამ კუთხით დღეს განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არსებობდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მკურნალობის პროტოკოლის განახლება მუდმივად ხდება. გამყრელიძე ფიქრობს, რომ ამ კუთხით დღეს რამე განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არ არსებობს.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის არსებული პროტოკოლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
„მკურნალობის პროტოკოლის განახლება მუდმივად ხდება. კლინიკური ჯგუფი ამაზე მუდმივად მუშაობს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩვენი პროტოკოლი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაიდლაინებს, რაც არის. თუ რამე სიახლე ჩნდება, რა თქმა უნდა, აისახება ხოლმე საქართველოს პროტოკოლში. არ მგონია, რომ დღეს რამე განსაკუთრებული ცვლილებების საჭიროება არსებობდეს. ის, რაც დღეს საერთაშორისო პროტოკოლებშია, საქართველოს პროტოკოლში ასახულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.