ამირან გამყრელიძე - ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს
ამირან გამყრელიძე - ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს

ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს და შეიძლება გამოიყენოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება

ანტისეპტიკების და პირბადეების დეფიციტი, მარტო საქართველოში არ არის. დეფიციტი აქვს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას. ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას. დეფიციტი რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება. ამავე დროს გვაქვს სხვა საშუალებებიც, საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის. შეგვიძლია ხელები საპნით დავიბანოთ, შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში. ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.