ამირან გამყრელიძე - ცე ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა
ქვეყანაში არის ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი, ვინც ინფიცირებულია ცე ჰეპატიტის ვირუსით, არ იცის, რომ ინფიცირებულია, საჭიროა ამ ხალხის გამოვლენა და მკურნალობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი რიცხვით გამოკვლეულია მილიონ ხუთასი ათასი მოზრდილი ადამიანი, გამოსაკვლევი დარჩენილია მილიონ სამასი ათასი, მკურნალობაში ჩართულია 58 ათასი ადამიანი, აქედან 54-მა დაამთავრა და ვირუსისი განულების პროცენტი არის 98,06 % ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი.
გამყრელიძის განცხადებით, ცე ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი დღეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა.