ამირან გამყრელიძე - ბევრ რჩევას ვიღებთ უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისგან, თუ დრო ექნებათ, კარგი იქნება, რჩევების გარდა ზოგი მათგანი აქ მუშაობაში ჩაებას
ამირან გამყრელიძე - ბევრ რჩევას ვიღებთ უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისგან, თუ დრო ექნებათ, კარგი იქნება, რჩევების გარდა ზოგი მათგანი აქ მუშაობაში ჩაებას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალის დეფიციტის პირობებში, უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმები საქართველოში მუშაობაში ჩაებმებიან.

„ჩვენ ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისგან. ზოგი იტალიაში მუშაობს, ზოგი გერმანიაში, აშშ-ში და ასე შემდეგ. მათ სერიოზული გამოცდილება მიიღეს. თუ დრო ექნებათ, კარგია, რჩევების გარდა, ზოგი მათგანი აქ მუშაობაში ჩაებას იმიტომ, რომ შეიძლება, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდეს. მოგეხსენებათ, ექიმის მომზადება ასე მარტივი არ არის და ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება – ამირან გამყრელიძე „თავისუფალ ხედვაში“