ამირან გამყრელიძე - არჩევნების მეორე ტური რომ არა, შესაძლოა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო და ალბათ მეტ ეფექტს მივიღებდით
ქვეყანა წავიდა გზით, რომ დანის პირზე ევლო- ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა, როდესაც საკითხი ეხებოდა ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს ოთხ წელიწადში ერთხელ და მოერე მხრივ, ინფექციის მართვას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური რომ არა, შესაძლოა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში, შეზღუდვები მეტად ეფექტური იქნებოდა.
„სჯობს გვიან ვიდრე, არასდროს, ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რაზეც ჩემი მოსაზრება ბევრჯერ გამომითქვამს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა და უნდა ყოფილიყო, შეზღუდვები დაგვეწესებინა უფრო ადრე. მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, ქვეყანა ამ გზით წავიდა, რომ აქაც დანის პირზე ევლო- ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა, როდესაც საკითხი ეხებოდა ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს ოთხ წელიწადში ერთხელ და მოერე მხრივ, ინფექციის მართვას. იგივე მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები შესაძლოა, ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო და ალბათ, მეტ ეფექტს მივიღებდით, მაგრამ ახლა აუცილებლად დასაწესებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.