ამირან გამყრელიძე - არავითარი ქართული შტამი არ არსებობს, გვაქვს ჩვეულებრივი ინდური შტამი, დელტა პლუსი
არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ქართული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი თანდათან ანაცვლებს ბრიტანულს.
„მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის დელტა პლუსი და მათ შორის დელტა პლუსი გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს დელტა პლუსის. ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული ორი, გასაგებია, რომ დელტა + გაცილებით მეტი იქნება. ჩვენთან დღეს უკვე ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, თუ რამდენი დელტა შტამი ფიქსირდება ჩვენთან. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ ქვეყანაში ალფა ანუ ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა დელტამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.