ამირან გამყრელიძე - არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები, ვიდრე პანდემიაა, ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს
არ გვინდა რა ჯერ 500 -კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ ყურადღება მოადუნა და რეკომენდაციებს აღარ იცავს.
„არ გვინდა რა ჯერ 500-კაციანი ქორწილები და არც ჭირის სუფრები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, ვიდრე პანდემია არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილია. მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.