ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კარანტინისა და იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კარანტინისა და იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს.
„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიამიზი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-დან 12 დღემდე აგვისტოს თვეში შემცირდა.