ამირან გამყრელიძე - ახალი პროტოკოლით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა.
ამასთან, გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი თავყრილობისგან თავი შეიკავონ.
„ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები – იქნება ეს სასიხარულო, თუ დაკავშირებული იგივე გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც ტრადიციული გვაქვს. ამიტომ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველმხრივ დიდი თავშეყრებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.