ამირან გამყრელიძე - ინფიცირების ერთეული, ორი ათეული ახალი შემთხვევა ეროვნული გამოცდების, სასწავლო პროცესის ან სხვა ღონისძიების ჩასატარებლად საფრთხეს არ წარმოადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღეს არსებული დღიური მაჩვენებლი საფრთხეს არ წარმოადგენს ეროვნული გამოცდების, სასწავლო პროცესისა და არც სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.
„მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესის დაწყებას წყვეტს საკოორდინაციო საბჭო. რამდენჯერმე განვაცხადე, თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ამ დღეებში ქვეყანაში გვაქვს, ყოველდღიურად ახალი ინფიცირების ერთეული, იგივე ვთქვათ ორი ათეული შემთხვევა, საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარების, არც სასწავლო პროცესის დაწყების და არც სხვა ღონისძიებებისთვის“,- განაცხადა გამყრელიძემ.