ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოკლე მანძილზე ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით იარონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოკლე მანძილზე ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით იარონ. ამით გამყრელიძემ უპასუხა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხმრავლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითშეგნება და თვითდისციპლინაა. გაზაფხულია ახლა და ფეხით მეტად ვიაროთ. ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ახლა ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას. ორი-სამი კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი