ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა მალე აჭარიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობა აჭარიდან დაიწყება.
გამყრელიძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ტრენინგები კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც აღნიშნული პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება.
„განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევების სახლში, ბინაზე მკურნალობა მიღებული პრაქტიკაა და ამას აჭარიდან ვიწყებთ. მემგონი, სულ მალე იქნება შესაძლებელი. ხვალ, ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ამასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდებათ და მალე დაიწყება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.