ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლა მისი და ჯანდაცვის მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებაა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლა მისი და ჯანდაცვის მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებაა

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მისი და ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ორმხრივი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებსაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრამდე შეხვდა.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას ეხება. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბერი საქმე კეთდება. ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გარდამავალი პერიოდის გეგმას და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.