ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კორონავირუსზე აცრილ ადამიანებში კვლევა მიმდინარეობს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კორონავირუსზე აცრილ ადამიანებში კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრში ჩატარდა შიდა კვლევა კორონავირუსზე აცრილი ადამიანების, ახლა კი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დიდ კვლევას ახორციელებენ.

„ხაზს ვუსვამ, ყველა ვაქცინას, რომელიც დღეს კოვიდის წინააღმდეგ გამოიყენება, მსუბუქი გართულებები ახასიათებს. მათი რანჟირება 40-დან 60 პროცენტის ფარგლებშია.

ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩავატარეთ შიდა კვლევა აცრილი ადამიანების, დაახლოებით დაემთხვა. ახლა ჩვენი ცენტრის მიერ მიმდინარობს დიდი კვლევა რანდომული პრინციპით, 4 000-დან 1000-მდე ადამიანს ურეკავენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.