ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა.
„ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება თუ ასეთი გვერდითი მოვლენა იქნა აღნუსხული. ამ პერიოდში ოფიციალურად აღნუსხულია 34 ასეთი გვერდითი მოვლენა, იქედან შვიდი უფრო მძიმე, დანარჩენი შედარებით ნაკლებად მძიმე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 20 622 ადამიანია აცრილი.