ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალის დახმარების პროცესში პენსიონერი ექიმები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალის დახმარების პროცესში პენსიონერი ექიმები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის მობილიზებისთვის მოწოდებას ძალიან ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის პენსიონერი ექიმები.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად პროცესში ასევე აქტიურად არიან ჩართული სამედიცინო მიმართულების მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტებიც, რომლებიც ექიმების ასისტენტებად ან ექთნებად მუშაობენ.

„მოწოდებაა სამედიცინო პერსონალის მობილიზაციის. კარგია, რომ ამ მოწოდებას ძალიან ბევრი გამოეხმაურა. მხედველობაში მაქვს არამომუშავე ექიმები, პენსიაზე მყოფი ექიმები. ასევე, აქტიურად არიან უკვე ჩართული მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, ისინი ექიმთა ასისტენტებად ან ექთნად მუშაობენ, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით ექვსი პროცენტის ფარგლებში გვაქვს, მაგრამ რაოდენობრივად ეს 2 000-მდეა. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ორი კვრის განმავლობაში ჯანმრთელდება, შემდეგ ისევ უბრუნდება თავის სამუშაოს ადგილს, მაგრამ ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ კრიტიკული ადამიანების, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებისა და ინტენსიური თერაპიის ექიმების დაინფიცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.