ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკარანტინო ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, გარდაბანი და ყარაჯალარი ისევ საყურადღებო ადგილად რჩება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკარანტინო ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, გარდაბანი და ყარაჯალარი ისევ საყურადღებო ადგილად რჩება.
ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„გარდაბანი და ყარაჯალარი ისევ საყურადღებო ადგილად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ყარაჯალარში საკარანტინო ღონისძიებები მოიხსნა, ჩვენ იქ ტესტირებას ვაგრძელებთ, მაგრამ სამწუხაროდ, დამყოლობა არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა.
ვინაიდან ყარაჯალარი თბილისთან ახლოს არის, ვატარებთ ყველანაირ პრევენციულ ღონისძიებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემოტანა დედაქალაქში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.