ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად ინდური შტამის 79 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა გათვლებით, მისი ცირკულაცია უკვე სცდება საერთო ინფიცირების 20 პროცენტს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად ინდური შტამის 79 შემთხვევაა დადასტურებული.
თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, გათვლებით, დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს.
„უკვე გვაქვს გასულ კვირაში დამატებით 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დელტა შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული, მაგრამ გათვლებით დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს. ეს ციფრი გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს უკვე ანაცვლებს დელტა შტამი, ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისას და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.