ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ყველა კლინიკას იმუნიზაციის სერვისის შექმნას ავალდებულებს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ყველა კლინიკას იმუნიზაციის სერვისის შექმნას ავალდებულებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან თბილისის რამდენიმე კლინიკას ასაცრელი კაბინეტები დაემატება.

მისივე თქმით, მთავრობის 322-ე დადგენილაბში შევიდა ცვლილება, რომელიც პანდემიის პერიოდში ყველა კლინიკას ავალდებულებს, იმუნიზაციის სერვისი შექმნას.

„მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ხვალიდან ალბათ რამდენიმე კლინიკას, თბილისში, სადაც ყველაზე მეტია მოთხოვნა, დაემატება ამცრელი კაბინეტები. ასევე, თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრები იქნება ხელმისაწვდომი. ორი დღის წინ, მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომ პანდემიის პერიოდში ყველა კლინიკა ვალდებულია, შექმნას იმუნიზაციის სერვისი. კლინიკებისთვის იმუნიზაციის სერვისები არ იყო რუტინული, ანუ ისინი არ აწარმოებდნენ, ბავშვთა იმუნიზაცია ძირითადად მიმდინარეობდა პოლიკლინიკურ დაწესებულებებში, ასეთი დაახლოებით 200-ია, პლუს სოფლის ექიმები. ახლა, რადგან კოვიდის ვაქცინებზე შედარებით მეტია გვერდითი მოვლენები, ვიდრე ვთქვათ ჩვეულებრივ რუტინულ ვაქცინებზე, განსაკუთრებით ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, იმუნიზაცია გადავიდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო მეტი ჰოსპიტალი ერთვება იმუნიზაცის სერვისში, ეს დადგენილება ყველა ჰოსპიტალს, მიუხედავად მისი დაქვემდებარების, საკუთრების, კუთვნილებისა და აშ. უკვე ავალდებულებს, შექმნას იმუნიზაციის სერვისი, თანდათან ფართოვდება იმუნიზაციის სერვისები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.