ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზით აცრისთვის ჩაწერა მიმდინარე კვირაში იქნება შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 14 ან 15 აპრილს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად ჩაეწერონ.
„ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გამოცხადდება ასევე ჩაწერა მოსახლეობისთვის „ფაიზერის“ მეორე დოზებზე, ანუ ვინც პირველი გაიკეთა. მოგეხსენებათ, სამი კვირიდან, 21 დღიდან 28 დღის ინტერვალში კეთდება მეორე დოზა და მოსახლეობას ეცოდინება უკვე, რომ ისევ იმ დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთა, უნდა დაჯავშნონ ადგილი და მივიდნენ. გაიხსნება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს და ეცნობება მოსახლეობას, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და დაგეგმონ მეორე აცრის კალენდარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.