ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება
დაავადებათა კჯონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება
მისივე თქმით, თუმცა განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის კლება აღინიშნება.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასეთი ვარდნა ძირითადად დაკავშირებულია შაბათ-კვირას ტესტირების შემცირებასთან, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. შაბათ- კვირას სამედიცინო დაწესებულებებეში მიმართვიანობა იკლებს. თუმცა, ზოგადად, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის კლება. ეგრეთ წოდებული ყველა ინდიკატორით, რომელიც დაკავშირებულია შვიდდღიან ინციდენტობასთან, საშუალო ინციდენტობასთან, 14-დღიან ინციდენტობასთან, 14-დღიან კუმულაციურ ინციდენტობასთან, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთ არის წამოსული. ახალი შემთხვევების განვითარების მრუდს რომ შეხედავთ და გადაიყვანთ მას 100 ათას მოსახლეზე, ნახავთ, რომ უკვე ქვემოთ მოვდივართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 766 პაციენტი