ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კაფე „დონაში“, სასტუმრო „ოაზისში“ და რესტორან „მრავალჟამიერში“ გარკვეულ პერიოდში მყოფმა პირებმა სასურველია, სახელმწიფოს ხარჯზე კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კაფე „დონაში“, სასტუმრო „ოაზისში“ და რესტორან „მრავალჟამიერში“ გარკვეულ პერიოდში მყოფმა პირებმა სასურველია, სახელმწიფოს ხარჯზე კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მთავრობამ მოსახლეობას სმსშეტყობინებითაც აცნობა.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დაიგზავნა სამთავრობო სმს, რომ ბათუმში, კაფე „დონაში“ 20 აგვისტოს შემდეგ ნამყოფი პირები სასურველია, სამედიცინო დაწესებულებებში მიბრძანდნენ და ტესტირება ჩაიტარონ. ასევე სასურველია, ტესტირება ჩაიტარონ მათ, ვინც იმყოფებოდა „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს და რესტორან „მრავალჟამიერში“ ქორწილში, სადაც კორონავირუსის რვა შემთხვევა გვაქვს. იქ ნამყოფმა ადამიანებმა, სასურველია, ტესტირება ჩაიტარონ სახელმწიფოს ხარჯზე. ვაფართოებთ ტესტირებებს, უფრო ხშირად დაიგზავნება სხვადასხვა მოწოდების შეტყობინებები, საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.