ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე ქვეყანა სამი დასახელების ვაქცინას მიიღებს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე ქვეყანა სამი დასახელების ვაქცინას მიიღებს

ივლისის პირველი კვირიდან, პირველი ნახევრიდან დაიწყება შემოსვლა ვაქცინების და ივლისის შუა რიცხვებამდე გვექნება დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინებიდან ერთი „ფაიზერი“, დანარჩენი ორი კი ჩინური წარმოების იქნება.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ როგორც ვაქცინაციის არეალი, ისე ვაქცინირებულთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

„თანდათან გაფართოვდება ვაქცინაციის არეალი და ვაქცინაციის რიცხვი. გვინდა, რომ ივლისში ყოველდღიურად 20-დან 25 000-მდე აცრა გაკეთდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.