ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.
„პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა საბჭოზე საუბარი. ახლა , ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ეს გახლავთ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილება ამ ასაკობრივი გაფართოების შემდგომ. ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკთხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აჭარაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მოიმატა.
„დიახ, გიდასტურებთ, რომ აჭარაში ზრდის დინამიკა გვაქვს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.