ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპისა და კორონავირუსის ზედდება ნოემბერ-დეკემბერშია მოსალოდნელი
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპისა და კორონავირუსის ზედდება ნოემბერ-დეკემბერშია მოსალოდნელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს მოუწოდებს, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

მისივე თქმით, აცრა არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება, რადგან განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, გრიპისა და კორონავირუსის ზედდება არის მოსალოდნელი.

„ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, ის დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ნოემბრის ბოლოსკენ გამოჩნდება ცირკულაციაში, ამიტომ მივმართავ რისკჯგუფებს,  დროულად მივიდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრა სწორედ გარკვეული პრევენციული ღონისძიებაა, როცა ზედდება შეიძლება იყოს გრიპისა და კოვიდინფექციის. ზედდება მოსალოდნელია ნოემბერ-დეკემბერში და ზამთრის სეზონზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.