ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუცილებელი ტესტირების ე.წ. სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერის მძღოლები. ამაზე ვმუშაობთ, უკვე ლოჯისტიკური სქემა ლაგდება. დღესაც მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამის სტრუქტურებთან, ეს არის საბაჟოსა და საავტომობილო გადაზიდვების შესაბამისი სამსახურები. საუბარია არა ტრანზიტულ, არამედ იმ მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში რჩებიან. ამ მძღოლების ტესტირება იქნება ასევე ხელმისაწვდომი, რაც დღეში დაახლოებით არის 250-დან 300-მდე ადამიანი. ეს საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ რისკი, რადგან ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ სახმელეთო საზღვარი გვაქვს, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, სიტუაცია არასახარბიელოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.