ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 11 წლის მოზარდის დედას ოჯახში დაბრუნებამდე, კორონავირუსზე გამოიკვლევენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას ოჯახში დაბრუნებამდე კორონავირუსზე გამოიკვლევენ.
მისივე თქმით, თუკი „პისიარ“ ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, გარდაცვლილი მცირეწლოვნის დედა საკარანტინე სივრცეს დატოვებს.
„ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ ბიზნესმენებზე, დიპლომატებზე, განსაკუთრებული მოვალეობით შემოსულ ადამიანებზე. 12 დღის განმვლობაში, რაც საინკუბაციო პერიოდია, ყოველ 72 საათში ადამიანი იქნება გატესტილი. აუღებენ ტესტს, თუ უარყოფითია, მეორე 72 საათამდე ის თავისუფალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.