ამირან გამყრელიძე - ​კორონავირუსის დადებითი შემთხვევები მთელი წლის მანძილზე გვექნება, მთავარია, არ იყოს უმართავი 
ამირან გამყრელიძე - ​კორონავირუსის დადებითი შემთხვევები მთელი წლის მანძილზე გვექნება, მთავარია, არ იყოს უმართავი 

კორონავირუსის დადებითი შემთხვევები გვექნება მთელი წლის მანძილზე, მთავარია, არ იყოს უმართავი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან რთული მეორე ტალღა გაიარა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„კორონავირუსის დადებითი შემთხვევები ყველა ქალაქში არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის მართვადი. დადებითი შემთხვევები გვექნება მთელი წლის მანძილზე. ჩვენთვის ძალიან რთული იყო მეორე ტალღა, განსაკუთრებით ის პერიოდი, როდესაც დღეში გვქონდა 3-4-5 ათასი შემთხვევა. იცით, როგორი „კოშმარი“ გავიარეთ და ამიტომ, ამას უნდა მოვუფრთხილდეთ, რომ აღარ განმეორდეს. რა თქმა უნდა, ვიდრე კორონავირუსული ინფექცია არსებობს, ვიდრე მოსახლეობის 70% არ აიცრება, დაახლოებით ოთხი-ხუთი წამალი დასრულების სტადიაშია და დიდი იმედი მაქვს გამოჩნდებიან ბაზარზე მაის-ივნისში, მანამდე შემთხვევები გვექნება. მთავარია, ეს შემთხვევები არ იყოს უმართავი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.