ამერიკული ტელეკომპანიების ნაწილმა დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის ტრანსლაცია შეწყვიტა
ამერიკული ტელეკომპანიების ნაწილმა დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის ტრანსლაცია შეწყვიტა. ასე მოიქცა „ეიბისი“ „სიბიესი“ და „ემესენბისი“.
როგორც ტელეკომპანია „ემესენბისის“ წამყვანმა განაცხდა, ტრანსლაცია შეწყდა, რადგან აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის გამოსვლა „ცრუ ინფორმაციას“ შეიცავდა. აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ტრანსლაცია მაშინ შეწყვიტა, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ ის გამარჯვებულია.
„ჩვენ ისევ უჩვეულო მდგომაროებაში ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ვაწყვეტინებთ დონალდ ტრამპს სიტყვას, არამედ მისი განცხადებების შესწორება გვიწევს“, – განაცხადა წამყვანმა.
აღსანიშნავია, რომ სამივე ტელეკომპანიის ეთერში ტრამპის გამოსვლის დროს ანახეს წარწერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის და ხმების დათვლა გრძელდება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლის დროს გააკრიტიკა მედიაც. კერძოდ, მან თქვა, რომ მედიის მიერ ჩატარებული წინასაარჩვენო კვლევები ყალბი იყო და ეს კვლევები მიზნად ამომრჩევლებზე ზეწოლას ისახავდა მიზნად.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე უცნობია. რამდენიმე შტატში ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.