ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
C-130 ტიპის სამხედრო ტვირთმზიდმა კატასტროფა ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში განიცადა. თვითმფრინავი პუერტო რიკოს საჰაერო ეროვნულ გვარდიას ეკუთვნოდა და ძალოვანი უწყებების ცნობით წვრთნას გადიოდა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ცხრა გარდაცვლილზე. აქედან ხუთი ეკიპაჟის წევრია, ოთხი კი დამატებითი მგზავრი“, – განაცხადა პუერტო რიკოს საჰაერო ეროვნულ გვარდიის პრესსპიკერმა.
მანამდე ინფორმაცია ხუთი დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა.
მომხდარიდან მალევე ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია წინასწარი დასკვნებისგან თავს იკავებს.
მომხდარს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპის თქმით, მას გამოძიება პირად კონტროლზე აქვს.