ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინა ახალ ბრიგადებს აყალიბებს, მაგრამ დასავლური სამხედრო დახმარების არასაკმარისი რაოდენობის გამო მათ აღჭურვას ვერ ახერხებს
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინა ახალ ბრიგადებს აყალიბებს და სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტს ებრძვის, მაგრამ დასავლური სამხედრო დახმარების არასაკმარისი რაოდენობის გამო მათ აღჭურვას ვერ ახერხებს.
„დასავლეთის დროული და ადეკვატური დახმარება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, რომელიც განსაზღვრავს, როდის და რამდენად შეძლებენ უკრაინული ძალები, ხელში ჩაიგდონ ინიციატივა ბრძოლის ველზე და ოპერატიულად განახორციელონ მნიშვნელოვანი კონტრშეტევითი ოპერაციები“, – აღნიშნავენ ამერიკულ ომის შესწავლის ინსტიტუტში.
როგორც მედია წერს, უკრაინას არ აქვს დრო, ახალი შენაერთების აღჭურვისთვის დასავლეთს დაელოდოს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსული ძალები ახლა, სავარაუდოდ, ცდილობენ, ბრძოლის ველზე ინიციატივა გამოიჩინონ, რათა აიძულონ უკრაინა, ჩართოს ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა მიმდინარე თავდაცვით ოპერაციებში.